დურუჯელმა ლონდონში Tate modern -ზე ნამუშევარი თვითნებურად გამოფინა

ექსკლუზივი 

 

Tate modern – თანამედროვე ხელოვნების ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმთან ლონდონში, რომელიც მდ. თემზის პირას არის განთავსებული, 26 ნოემბერს დილით,დამთვალიერებლებს მოულოდნელად ქართველი ხელოვანის მოქანდაკე გელა დურუჯელის ნამუშევარი “პალეოლიტური ქანდაკება” დახვდათ.

დურუჯელმა ქანდაკება თვითნებურად დადგა. ქანდაკება დურუჯელის ლონდონში ცხოვრების პეროდშია შექმნილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართველმა ხელოვანმა გელა დურუჯელმა თვითნებურად მოაწყო გამოფენა.

თვითმხილველთა თქმით, დურუჯის ნამუშევარი წმ. პავლეს კათედრალის ფონზე ერთობ შთამბეჭდავია.

გელა დურუჯელმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მუშაობდა მოქანდაკეთა კავშირში. მუშაობდა და მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში ლონდონში.

[g-carousel gid=”66872″ height=”200″ per_time=”5″]

მსგავსი პოსტები

Back to top button