„დურუჯის“ მოსაპოვებლად 37 კანდიდატი იბრძოლებს

თეატრალური პრემია „დურუჯის“ მოსაპოვებლად წელს 37 კანდიდატი იბრძოლებს.

განაცხადების მიღება 8 მაისს ამოიწურა, 22 თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლებიდან კი ივნისის ბოლოს ნომინანტთა მოკლე ნუსხა შედგება. გამარჯვებულებს „დურუჯი“ წელს 5 ნომინაციაში გამოავლენს. ლაურეატები ტრადიციულად ფულად პრემიასაც მიიღებენ.

„ჩართული თეატრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თეატრალური პრემია „დურუჯი“ აქტუალობას იმატებს. ასევე რეგიონებიდან არის ძალიან დიდი აქტივობა,“ – განაცხადა ”დურუჯის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ელენე კერესელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button