დუსელდორფში ლტოლვილთა განთავსების ცენტრი დაიწვა: 30 ადამიანი დაშავდა [Video]

გერმანიის დასავლეთში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრი დაიწვა. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
დიუსელგორფის (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწა) ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრი ერთდროულად 300 ადამიანს იტევდა. მიმდინარე პერიოდში იქ 282 დევნილი იყო დარეგისტრირებული, უმთავრესად – სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან გადმოსახლებული. უბედური შემთხვევის დროს ცენტრში 130 ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად 28 ადამიანი ბოლით მოიწამლა, ასევე წითელი ჯვრის თანამშრომლები და მეხანძრეებიც დაშავდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ 2 ლტოლვილი დააკავა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.