დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ “ქართული ოცნება” დატოვა

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ოცნება დატოვა. გიორგი ლაპანაშვილმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გადაინაცვლა.

პარტიის დატოვების მიზეზად ის იმედგაცრუებას და მმართველი პარტიის მიერ ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას ასახელებს.

დეტალებზე ლაპანაშვილი არ საუბრობს. როგორც თავად განმარტავს, ყველაფერზე პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე, რომელიც 28 მაისს გაიმართება, ისაუბრებს. გიორგი ლაპანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button