დუშეთში შველი მოკლეს

1486453222ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. გამოძიების მტკიცებით, ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.მიმდინარეობს გამოძება.

შეგახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრაკონიერებმა შველი ბორჯომშიც მოკლეს, თუმცა ამ შემთვევაში კანონდამრღვევები არ გამოუვლენიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button