დუზაგრამის გამგებელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა სოფელ დუზაგრამის გამგებელს ადგილობრივის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
მათი მტკიცებით, გამგებელმა სეიმურ ნიაზოვს ბლაგვი საგნით ჭრილობა თავის არეში მიაყენა, რის გამოც ნიაზოვი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, ნიაზოვი ისმაილოვს მიწების გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რის გამოც გამგებელი მას ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს აცხადებს სოფლის გამგებელი. მომხდარს უკვე იძიებს საგარეჯოს პოლიცია.