დვალის და აქიმიძის საგანგებო ბრიფინგი

“ჩენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ რუსთავი 2 არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს”, -ეს განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მასსა და დავით დვალს ტელეკომპანიის ფუნქციონირების 3 ძირითადი პრინციპი აქვთ, რომელის საფუძველზეც ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება მოხდა, ესენია:

ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებოს და საქმიანობას განაგრძობს ზოგადსაკაცობრიო და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით;

ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის დროს.

ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის თანხებით. დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი შემოსავლები.

დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის კიდევ ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა განაცხადა, რომ ხვალინდელი სასამართლო პროცესი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მაგალითი იქნება.

მისივე თქმით „რუსთავი 2 დღევანდელი მფლობელების ხელში პატიოსანი გზით არ მოხვედრილა და ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს მინიმალიზაცია გაუკეთოს ყოფილი დამფუძნებლების როლს ტელეკომპანიის არსებობაში.“

“რუსთავი 2-ის” საქმეზე სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში ხვალ, 2 მარტს გაიმართება. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეების დაუსწრებლად ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button