მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ, ამბობს რომ ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება

„რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა მეგობრებო ხდება ყველგან, ყველა ქვეყანაში. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთშიც, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირეების განმავლობაში უწყვეტი ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა.

გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები, სადაც მოხდა ავტომობილების გადაწვა, დაზიანება და ადამიანების დახოცვა. ჩვენს ქვეყანაში ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, მათ შორის ელჩებს, რომ ამ აღლუმის ჩატარება რუსთაველის გამზირზე შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და იყო დაუშვებელი.- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, გუშინ,11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button