მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ძალადობრივ აქციაზე მძიმედ დაშავებული ჟურნალისტები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. ექვსი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

მკურნალობას აგრძელებს პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

მსგავსი პოსტები

Back to top button