მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ავარია სიღნაღში მოხდა, რომლის დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ხეს შეეჯახა.

ავტომობილში 20 წლამდე ასაკის ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა.
ერთ- ერთი მათგანი, ლაშა ნადირაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი დაშავებული, თბილისში, ქართულ – ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ- ერთი მათგანი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, ლუკა ქუსიკაშვილი,
დღეს, დილით გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა, გიორგი ჯავახიშვილი, რთულ მდგომარეობაში, კვლავ საავადმყოფოში რჩება.
მისი მეგობრები და ახლობლები, საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ და დონორების მსურველ პირებს, სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ.
ექიმების განმარტებით, შედარებით გაუმჯობესებულია მეოთხე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button