მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება”

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდებს, საინტერესოს უწოდებს.

ვაშაძე კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმებას მიიჩნევს.

„მე და „ახალი საქართველოს“ გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება, რომელიც ამ მიზანს ემსახურება, მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button