„ძალოვანები იყვნენ მოსული“
მეუფე გრიგოლ კაციას გადაწყვეტილებით, ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მსახურების უფლება შეუჩერდა.
ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში, უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უკავშირებს.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ღვთისმსახურების დროს, წირვაზე ძალოვნები მივიდნენ და მას ვიდეო გადაუღეს, სადაც მისი თქმით, ასახულია, რომ ლოცვისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს არ იხსენიებს.
“მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ, ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ ვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა, ვისაუბრეთ, ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით.” – აცხადებს სასულიერო პირი.
ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი მღვდელმთვრებიდან, ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს, რომელიც სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა, ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ათენოგენე მდივანი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.