“ძიძამ 10 თვის ჩვილი ცემა” [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ქალი არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე – მიმდინარეობს.

მასალა შსს-მ გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button