მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია.

ნახევარფინალში ბექაურმა ესპანეთის სახელის გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button