სპორტი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გელა ზაალიშვილი ვეღარ გაემგზავრება…მიზეზი კორონავირუსია

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 16-18 აპრილს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოში, საქართველოს ნაკრებს გელა ზაალიშვილი ვეღარ დაეხმარება. ქართველ მძიმეწონოსანს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

იძულებითი ცვლილების თანახმად, ზაალიშვილის მაგივრად განაცხადში ლევან მატიაშვილი შეიყვანეს.

მატიაშვილი შარშან, პრაღაში გამართულ ევროპირველობაზე გურამ თუშიშვილის მსგავსად ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპულ ტატამზე ლისაბონში 14 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. აქედან 9 ვაჟი და 5 ქალი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას 45 ქვეყნის 370 ძალოსანი მიიღებს. მათ შორის 218 კაცი და 152 ქალი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button