ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ახალი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ლევან ნოზაძეს 57 დელეგატიდან, ადგილზე მყოფნა 45-მა ხმის მიცემის მქონე სუბიექტმა დაუჭირა მხარი. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა. აქამდე ის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი იყო.
ლევან ნოზაძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ათაბეგაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ფედერაციაში 2018-2024 წლებში იკავებდა.
დელეგატებმა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩიეს.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე – ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას ირინე გულიაშვილი დაიკავებს.
ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.შეგახსენებთ, რომ 2020-2024 წლებში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი იყო.