ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში პირველ ათეულში 6 ქართველი ძიუდოისტია. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
კერძოდ, პირველ ათეულში შესული ქართველები არიან (სიითი თანმიმდევრობით): გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რობერტ მშვიდობაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი. ამ ძიუდოისტებიდან ოთხი საქართველოს სახელით მონაწილეობს შეჯიბრებებში, ესპანეთის სახელით თამაშობს ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ხოლო რუსეთს წარმოადგენს რობერტ მშვიდობაძე.
ახალი რეიტინგი 22-24 თებერვალს გამართული შეხვედრების შედეგად შედგა.