მნიშვნელოვანისიახლეები

ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის დასტუსტება სცადა – ადვოკატი

ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებათდამცველმა შოთა თუთბერიძეაცხადებს.

მისი თქმით, თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს.

„ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი ამაზე, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. „ქართული ოცნების“ სპიკერებმა ამას მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია. ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის ჩართვას კონსილიუმში, დარჩა ყურადღების მიღმა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა „ემპათიის“ ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

მან ასევე განმარტა, რომ მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმთან ამ მედიკამენტის სააკაშვილისთვის დანიშვნა ვერ იქნებოდა შეთანხმებული, რადგან მედიკამენტის მიღების დაწყების მომენტისთვის კონსილიუმი შეკრებილი ჯერ არ იყო.

„ჯიშკარიანის კონსილიუმთან ვერ იქნებოდა ტექნიკურად შეთანხმებული, იმიტომ, რომ რუსთავში ყოფნისას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა ჯგუფი შექმნილი. მედიკამენტის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, დაიწყო რუსთავში.

პირველ დღეებში რომ, თითქოს რაღაც გაუმჯობესება იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა მე ამ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ – უფრო სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს, ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებითაცაც ისაუბრა.

ჰქონდა მას დანიშნული რაღაცა პრეპარატი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულებს ენიშნებათ. თითქოს ძილის მოსაწესრიგებლად იყო ეს, მაგრამ შემდეგ ეს დოზები გაიზარდა. რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მიზანმიმართულებით ხდებოდა, რადგან პროცესი ახლოვდებოდა – ამბობს გიული ალასანია.

ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება სააკაშვილს 25 მილიგრამით დაუწყეს, საბოლოოდ კი დოზა 200-მდე გაუზარდეს.

ირკვევა ისიც, რომ რუსთავის ციხეში გამოწერილი წამლების მიღება პრეზიდენტს სასამართლომდე ორი დღით ადრე შეაწყვეტინეს.

არასაჭირო პრეპარატები პაციენტის მკურნალობის პროტოკოლში მარიამ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა. სააკაშვილს დღეში სამჯერ და ოთხ წამალს ასმევდნენ, აქედან მხოლოდ ორი იყო ჰოლანდიაში მყოფი ექიმის დანიშნული და არცერთი ფსიქოტროპული არ ყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button