ძლიერი ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე წუხელ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო ავტონაწილების ბაზრობას.

ხანძრის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა. ბოლო ცეცხლის კერის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა სამი საათითვის შეძლეს. დამწვარია სამსართულიანი შენობა, 2500-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია, სადაც, ძირითადად, ავტონაწილები, საბურავები და საღებავები ინახებოდა.

ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა ტოქსიკური მასალების დაწვის გამო, გართულდა. 30-მდე სახანძრო ბრიგადა ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

 

ფოტო რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button