ძლიერი ხანძარი რუსეთში

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია. 7 ივნისს ბელგოროდის ოლქში, შებეკინოში ხანძარი საღებავებისა და ლაქების ქარხანაში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “ტელეგრამ” არხები და ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებენ.
„ხანძრის წყაროდან 30 კილომეტრში უზარმაზარი კვამლის სვეტი ჩანს, ინდუსტრიული ზონა საღებავებს და ლაქებს, პლასტმასებს, სინთეტიკურ ფისებს აწარმოებს’,’ – წერენ თვითმხილველები ტელეგრამში.
ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა. გლადკოვის თქმით, შებეკინო “გრადის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც გამოიწვია ხანძარი. მისი თქმით, 40-ზე მეტი ჭურვი სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
7 ივნისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მეშვიდე დღეა ისინი ბელგოროდის რეგიონის ნოვაია ტავოლჟანკას მთლიანად აკონტროლებენ.