ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანში – ბიძგები კახეთშიც იგრძნობოდა

აზერბაიჯანის შეკის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში – 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში – 5-6 ბალი შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით კი ლაგოდეხის რაიონში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში მიწისძვრის სიმძლავრის მონაცემების დამუშავება ახლა მიმდინარეობს.