ძლიერი მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ეგეოსის ზღვაში. ბიძგებმა ნგრევა, საბერძნეთში კი, მსხვერპლიც გამოიწვია.

6.7 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ეგეოსის ზღვის თურქეთის სანაპიროზე ყველაზე ძლიერად ბოდრუმთან და მარმარისთან იგრძნობოდა.

ბოდრუმის მერის განცხადებით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია შენობები. მიწისქვეშა ბიძგებმა ძლიერი პანიკა გამოიწვია.

ადგილობრივებმა და ტურისტებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს.

ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის დროს ბოდრუმში იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ  საელჩოში მუშაობს ცხელი ხაზი, რომელზეც 10-ობით ზარი შევიდა.

დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თავად ადგილზე მყოფი ქართველების ინფორმაციით, ბიძგები ბოდრუმში ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button