მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერი ქარი და უხვი ნალექი ლაგოდეხში

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ლაგოდეხში სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ე.წ. ვარდისუბნის ზონის სოფლების მაცხოვრებელთა პირველ სართულებზე წყალი შევარდა და დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ ქარის შედეგად მუდმივად ზიანდება ერთწლიანი ნარგავებიც.

ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დრომდე წვიმს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ ყურადღებას და დახმარებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button