ძლიერი ქარი თბილისში – სახლები დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე.

ჩხიკვაძის ქუჩაზე სახლის სახურავი დაზიანდა, რასაც კედლის ნაწილის ჩამონგრევაც მოყვა. დაზარალებული ოჯახი კი მეზობელმა შეიფარა.

ადგილობრივების თქმით, არის საშიშროება, რომ კედელი მთლიანად ჩამოინგრეს. რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა ასევე იმერეთის ქუჩაზეც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებიც. ისინი მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებასა და დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button