ძლიერი ქარის გამო ლაგოდეხთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია

ძლიერი ქარი კახეთში -წაქცეულია ხეები და გზებზე მოძრაობა შეფერხებულია
ამ წუთებში ლაგოდეხთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.
მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხეები გახდა, რამაც ლაგოდეხისკენ მიმავალი უღელტეხილის ჩახერგვა გამოიწვია.
ხეების წაქცევის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარელისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და შეზღუდულია მოძრაობა.
ძლიერმა ქარმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, კულტურის სახლს, სადაც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სახურავის ნაწილი გადახადა.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი, ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები , რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მირწწოდება.