მნიშვნელოვანირეგიონი

კამპანიას “გადაარჩინე საქათველოს მესამე პრეზიდენტი”, თელავშიც შეურთდნენ

კამპანიას “გადაარჩინე საქათველოს მესამე პრეზიდენტი”, თელავშიც შეურთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე გასაზავნი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნის წერილები, თელავშიც დაწერეს.

წერილებს, თელავის ქუჩებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სოფო ჯაფარიძე აგროვებდა.

“პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლიათ მიიღონ ღირსეული გადაწყვეტილება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამიტომ გვინდა 31 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს მივაწვდინოთ ხმა, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე”- განაცხადა ჯაფარიძემ.

მესამე პრეზიდენტის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში, პირველი სასულიერო პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მიმართა, სქემ მონაზონი, დედა სიდონია იყო.

” ეს არის ღირსების საკითხი, მესამე პრეზიდენტი გადარჩენია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს ეს”- განაცხადა დედა სიდონიამ.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით, წერილების შეგროვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, გუშინ, გორიდან დაიწყეს.

მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია დაპატიმრებულია და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ოქტომბრის თვიდან, კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button