ძლიერი სეტყვა თბილისის რამდენიმე უბანში [PHOTO]

19113566_1485297061531267_2535405219252462528_nძლიერი სეტყვა გლდანსა და დიდ დიღომში. თვითმხილველების თქმით, სეტყვა 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.მოსახლეობის თქმით, დაზიანებულია 18921921_1485296894864617_5943049999724170341_nავტომანქანები.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, საქართველოში 10-12 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, მოსალოდნელია სეტყვა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში ღამით ძლიერ ქარს ელოდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ სეტყვის გამო 112-ში ოთხი შეტყობინება შევიდა. გამოძახებები ეხებოდა სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვას.
უფრო კონკრეტულად კი უწყებაში შეტყობინება შევიდა წერეთლის გამზირიდან და გლდანიდან. მათი თქმით, სეტყვის შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button