მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერი სეტყვა წინანდალში-განადგურებულია მოსავლის დიდი ნაწილი

31 მაისის ღამეს მოსულმა სეტყვამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდალი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

წინანდალში ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

სეტყვა დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ძლიერმა წვიმამ დააზარალა სოფელი ქვემო ხოდაშენი და რუისპირიც, სადაც რამდენიმე ოჯახში წყალი შევარდა. დატბორილი სახლებიდან წყალი მაშველებმა ამოტუმბეს.

ძლიერი ქარის შედეგად, წუხელ პარალიზებული იყო თელავი-ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელი გზაც, სადაც ხეები იყო წაქცეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button