ძლიერი შტორმი ტეხასში

A61F6A98-ED45-4523-B7EF-F7800123C4E2_w1023_r1_sძლიერი შტორმის გამო ტეხასის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ლუიზიანას შტატში გამოცხადდა. სტიქიას რეგიონში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 30 ათასზე მეტი ადგილობრივი. სამაშველო ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეები და ავიაციას არის ჩართული.

შტორმმა “ჰარვიმ” ყველაზე მეტად ქალაქი ჰიუსტონი დააზარალა – პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლა, დატბორილია აეროპორტები. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰიუსტონში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button