ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში [Video]
ჩინეთის ქალაქ ფუჩჯოუში ( ფუცზიანის პროვინცია) ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია.
წვიმას სეტყვაც გამოერია, ჰაერის ტემპერატურამ 10°C-მდე დაიწია. 4 საათის განმავლობაში, 5 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ქუჩები დაიტბორა, გზებზე მოძრაობა შეწყდა.
ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ გავრცელებულა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში უამინდობა რამდენიმე დღეს გრძელდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არა არის.