რეგიონი

ძლიერმა ქარმა კახეთის კიდევ ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა კახეთის კიდევ ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

ქარისგან დაგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილებზე შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, თუმცა ვითარებას ართულებს ძლიერი ქარი, რომელიც რეგიონში ათ საათზე მეტია ქრის.

შეგახსენებთ, ქარმა დააზარალა თელავი და გურჯაანიც, სადაც სახურავები მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მოხადა.

მთელი რეგიონის ცენტრალურ და საუბნო გზებზე, შეფერხებულია ავტომანქანების გადაადგილება.
33 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ავარიულადაა გამორთული 30 ფიდერი.
ამ დროისთვის, რეგიონში კვლავ უამინდობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button