რეგიონი

ძლიერმა ქარმა კახეთში შენობების სახურავები დააზიანა

ძლიერმა ქარმა კახეთში შენობების სახურავები დააზიანა.
ცოტა ხნის წინ, თელავის მეცხრე საჯარო სკოლასა და მეშვიდე ბაგა-ბაღს ქარმა სახურავები გადახადა.

მრავალწლოვანი ხეებია დაგლეჯილი თელავში, მშვიდობის ქუჩაზეც, რომელიც თელავი-ყვარლის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაა.

ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
ადგილებზე იმყოფებიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ტერიტორიებს ასუფთავებენ.

შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა ხეები დაგლიჯა გურჯაანშიც, რომლებიც ავტომანქანებს დაეცა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ძლიერი ქარი კახეთში გუშინ ამოვარდა და უამნიდობა ამ დრიოსთვისაც გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button