რეგიონისაქართველოსიახლეები
ძლიერმა ქარმა ტყვარჩელი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა. კერძოდ, ტყვარჩელში რამდენიმე ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, შემთხვევა 28 მაისს, გვიან ღამით მოხდა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.