მნიშვნელოვანირეგიონი

ძლიერმა სეტყვამ,ოთხი სოფლის ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
წუხანდელმა სტიქიამ, ოთხი სოფლის ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა ოც წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

” ისეთი ძლიერი სეტყვა იყო, დიდხანსაც გაგრძელდა. ვენახები, ხეხილის ბაღები, სულ გაფუჭებულია. ეს რაღა მოსავალს მოისხამს”- ამბობენ ადგილობრივები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიამ 870 ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღი დააზიანა.

“დაზარალებულია ოთხი სოფელი, ველისციხე, ჩუმლაყი, ჯიმითი და ახაშენი. 870 ჰექტარი დავთვალეთ. ზარალის დამდგენი კომისია აღარ გვჭირდება, რადგან მონაცემი გავქვს“- განაცხადეს მერიაში.
უამინდობა კახეთში მესამე დღეა გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button