მნიშვნელოვანირეგიონი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის სოფლები დატბორა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

რამდენიმე სოფელში უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დააზიანა სასოფლო – სამეურნეო სავარგულები.

ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროსადენები, საყრდენი ბოძები, დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და საავტომობილო გზა ჩახერგა.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.

უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები სატრანსპორტო მიმოსვლის აღსადგენად და მოსახლეობის დასახმარებლად.

მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისის წევრები , სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენას, ხვალ დილიდან დაიწყებენ.

სტიქია კახეთში- სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახი და სახნავ-სათესი მიწები

მსგავსი პოსტები

Back to top button