კრიმინალი
ძლიერმა წვიმამ თელავის აეროპორტ ,,მიმინოში” ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები დააზიანა

თელავში ძლიერი წვიმებია. შედეგად, პრობლემები შეიქმნა ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში. როგორც ,,კახეთის ხმა” იუწყება, წვიმის შედეგად დაზიანდა თელავის აეროპორტ ,,მიმინოს” ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები.

მაკა ხაზიური/კახეთის ხმა
სტიქიის შედეგად, ჩახერგილია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები, რის გამოც, ტურისტების ნაწილი თუშეთშია ჩარჩენილი.

უხვი ნალექის შედეგად, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე სტორი, რომელმაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზარალა. ასევე, თელავის სოფელ ლეჩურში მდინარის ადიდების გამო ცენტრალური გზა დაიტბორა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.