მნიშვნელოვანისიახლეები

,,ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ,,-პრემიერი ოჯახს უსამძიმრებს

"ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად"-საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის“,- აღნიშნავს პრემიერი.

ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა და იმის მაგივრად, იგლოვონ და დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას, თუ სად, რა, როგორ მოხდა, ეს ვითომ მგლოვიარე და სინამდვილეში გვამებზე მეოცნებე ნაძირალები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებას დღესვე, ერთ საათში დააბრალონ ყველაფერი” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ირგვლივ ოპოზიციის სპეკულაციებზე.

ჭეიშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახებს და წერს, რომ “ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად”.

“ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა და იმის მაგივრად იგლოვონ და დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას, თუ სად,რა, როგორ მოხდა, ეს ვითომ მგლოვიარე და სინამდვილეში გვამებზე მეოცნებე ნაძირალები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებას დღესვე, ერთ საათში დააბრალონ ყველაფერი! ერთი ღამე მაინც იგლოვეთ ისე რომ პოლიტიკა არ გაურიოთ თქვენ უღმერთოებო და ხვალ მაინც დაიწყეთ გამოძიება. ორი ანგელოზი დაიღუპა ბოლოს და ბოლოს და თქვენ იმის გასარკვევად გცალიათ, თუ სად მოხდა ტრაგედია სამშენებლო ტერიტორიაზე თუ ტერიტორიის მიღმა?! გათენდება და ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად ! არსად არაფერი დაიმალება, მით უმეტეს 100 მოწმე ჰყავს მომხდარს ! ვუსამძიმრებ ამ უმძიმეს ტრაგედიას სრულიად საქართველოს და გარდაცვლილების ოჯახს”, – წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას 5 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button