მსოფლიოსიახლეები

ძროხების ნახირმა 82 წლის მამაკაცი მოკლა

დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იორკშირში 82 წლის მამაკაცს ძროხების ნახირი დაესხა თავს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მისი 78 წლის მეუღლე ვერტმფენით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პოლიციის თქმით, შინაურ ცხოველთა ნახირი წყვილს სეირნობის დროს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალსა და მის მეუღლეს ძროხებმა თავდასხმის შემდეგ გადაუარეს. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს რამდენიმე ცხოველმა თავის არეში უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩლიქებით, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის უწყების ხელმძღვანელთა განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ხშირია, რის გამოც ძროხები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველებად ითვლებიან. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფატალური ინციდენტია დაფიქსირებული, რა დროსაც მსხვერპლი ფერმის მუშები და უბრალო გამვლელები ხდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button