,,ძველებური წესებით იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის მიწები ჩვენია,,-პუტინი

ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
პუტინის განცხადებით, რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენიასაბრძოლო ქმედებების გარკვეული ლოგიკა ხდება, და ჯარები სხვადასხვა ტერიტორიებზე ჩნდებიან. ძველებური წესი გვაქვს – იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი.
„სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე.
„სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ გადატრიალებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა; მორიდების გარეშე, საჯაროდ თქვეს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვაზე, რომელიც თავს სისხლისმიერად, სულიერად რუსეთთან დაკავშირებულად თვლიდა“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა.
„ჩვენ შევეცადეთ მშვიდობიანი გზით მორიგება. ვითარების გამოსწორება, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მათ ახლა უკვე ბრჭყალებში მოვიხსენიებთ და როგორც მოგვიანებით გამოირკვა, გააჩაღეს ეს გადატრიალება მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ უკრაინა იარაღით აევსოთ და გაგრძელებული ეს საბრძოლო მოქმედებები. ბოლოს და ბოლოს, ეს გვაიძულებდა ჩვენ, გვეღიარებინა ამ რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. ჩვენ რვა წელი არ ვაღიარებდით, ვცდილობდით მორიგებას, თუმცა გვაიძულეს, გვეღიარებინა ისინი დამოუკიდებლად. შემდეგ გვაიძულეს, მათთვის დახმარება გაგვეწია, მათ შორის შეიარაღებული მხარდაჭერა, რათა დაგვესრულებინა ომი, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააჩაღეს დასავლეთში და ვისაც ისინი ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან უკრაინაში, ეს უკიდურესი ნაციონალისტები და ნეონაცისტები არიან“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთი და ჩინეთი კი არ ქმნიან მსოფლიო წესრიგს, ჩვენ მხოლოდ ვაფორმებთ მას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„ახალი მსოფლიო წესრიგი ბუნებრივად ჩნდება, ის მზის ამოსვლას ჰგავს. ეს გარდაუვალია, ჩვენ კი ვაფორმებთ მას და შესაძლოა, ამ პროცესს გზას ვუხსნით ისე, რომ ის უფრო დაბალანსებული იყოს და ქვეყნების უმრავლესობის ინტერესებს პასუხობდეს “, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი ემხრობა მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ერთმანეთთან შეთანხმდება და მონახავს საერთო გადაწყვეტილებას.