მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ხანის ორმო- სამარხი გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ხანის ორმო- სამარხი აღმოაჩინეს.

სამარხი სოფელ გურჯაანში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს იპოვეს.

დაახლოებით, 70 მეტრის სიღრმეზე მოწყობილ სამარხში, ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნემსიც იყო დამარხული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის, ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის.

ნაპოვნი მასალა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია და გურჯაანში დაბრუნება მოხდება.

არქეოლოგიური დასკვნა გარკვეული დროის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button