ძვირადღირებული ნარგავები უწყლობით ხმება [Photo]

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ლაგოდეხის ქუჩებში დეკორატიული მცენარეები ერთხელაც არ მორწყულა.

ლაგოდეხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, სადაც ნარგავების ნაწილია გამხმარი, 2012 წელს 400 ათასი ლარი დაჯდა. ამ თანხაში შედის ნერგების შეძენის ღირებულებაც.

როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის გამგეობაში განუცხადეს, სკვერში ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და გამგეობა მხოლოდ დროდადრო ამოწმებს მათ საქმიანობას.

ლაგოდეხის გამგებლის მოადგილის, გიორგი ბოკერიას თქმით, გამგეობა პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და უახლოეს მომავალში აპირებს კომპანიას პასუხი მოსთხოვოს.

მოუსმინეთ გიორგი ბოკერიას ხმას

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15198″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button