ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 27 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში აიყვანეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. კანონიერ ქურდად.

“დაკავებულს ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button