ტაილანდში გველმა კაცს უკანალზე უკბინა [Video]

ტაილანდის ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში გველმა ახალგაზრდა კაცს უკანალზე უკბინა. ინფორმაციას Mashable ავრცელებს.
აღნიშნული ინციდენტი ვიდეოთვალთვალის კამერამ დააფიქსირა.
ვიდეოში ჩანს, რომ კაცი კაფეში ხტუნვით შერბის და აკიდებული ქვეწარმავლის მოშორებას ცდილობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გველი კარის სახელურზე იყო შემოხვეული და როდესაც კაცი მას შემთხვევით შეეხო, რეპტილია შარვალში სწვდა.
საბედნიეროდ, ახალგაზრდამ გველს თავი ადვილად დააღწია, მაგრამ კაფეში ცხოველის გამოჩენამ სერიოზული აყალმაყალი გამოიწვია და სტუმრები ძალიან შეაშინა.