მნიშვნელოვანისაქართველო

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შს სამინსიტროში განაცხადეს, რომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

დაკავების ოპერაცია საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. უწყების ცნობით, სამი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს ზესტაფონში.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებული პირები ერთ-ერთი კერძო მეწარმისგან მოგების 30%-ის გადახდას ითხოვდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ასევე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button