მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ ალხას კვიცინიამა კი 46.19 პროცენტი.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხვაობა ათასამდე ხმას შეადგენს. რაულ ხაჯიმბამ თავი გამარჯვებულად პირველადი შედეგების გამოვლენამდე, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაცხადა და მხარდამჭერებთან ერთად, საარჩევნო შტაბში აღნიშნა.

შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინი და გასაჩივრებას გეგმავს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საარჩევნო უბანზე 83 ათასამდე ადამიანი მივიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button