მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ე.წ. შს მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრის“, იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.

ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button