ე.წ. ჭკვიანი კამერები გადაღებას იწყებს

1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში. ირთვება ე.წ. ჭკვიანი კამერები.

კამერები ავტომატურ რეჟიმში სხვადასხვა დარღვევას დაფიქსირებს. 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.

დამრღვევი მძღოლი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button