მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება და რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში, საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შემდეგ, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

ჯინ შაჰინის თქმით, საჭიროა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოხდეს გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რათა გაგრძელდეს აშშ-ისა და საქართველოს ძლიერი პარტნიორობა.

სენატორი ჯიმ რიშის შეფასებით კი თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.

შეფასება გააკეთა ასევ სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელელმა ჯორჯ კენტმა, მისი თქმით, შეთანხმების ვერმიღწევა ევრატლანტიკურ მისწრაფებებს დააზინებს.

“ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.“-აცხადებს ჯორჯ კენტი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენა 23 მარტს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button