ე.წ. უკრაინული ვიკილიქსი რუსეთშია რეგისტრირებული
მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ – ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.
რუსულ ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა სტატიის მიხედვით, სააკაშვილის დავალებით უკრაინაში ყოფილი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობენ, მისი და მაკკეინის ერთობლივი გეგმით, ის სირიაში ქართველი მებრძოლების გადაყვანას უზრუნველყოფს და ასე შემდეგ.
ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.
მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.