მსოფლიოსაქართველოსიახლეები

EBRD – 4 მილიარდიანი „სოლიდარობის პაკეტი” 38 ქვეყნისთვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

საყურადღებოა ისიც, რომ EBRD-მა 4 მილიარდი ევროს ოდენობის „სოლიდარობის პაკეტი” გამოყო, რათა მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკასა და თავის კლიენტებს დაეხმაროს.

ამ 38 ქვეყანაშია საქართველოც.

„EBRD-მა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარი/ლარზე სავალუტო სვოპ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ლარის ლიკვიდურობაზე საიმედო წვდომა ექნება და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 87% კი, კერძო სექტორზე მოდის“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button